ადვოკატთა ასოციაცია PILNET-ის საერთაშრისო ფორუმზე

14 ნოემბერი 2018

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი და საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე - ირაკლი ყანდაშვილი, ბერლინში, „საჯარო ინტერესის გლობალური ქსელის (PILnet)“ საერთაშორისო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელსაც 43 ქვეყნის 200-მდე წარმომადგენელი ესწრება. ფორუმის ფარგლებში ირაკლი ყანდაშვილმა მონაწილეებს სიტყვით მიმართა „საჯარო ინტერესის გლობალური ქსელის“ მნიშვნელობის შესახებ და ის ასევე შეხვედრებს მართავს PILnet-ის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის ქსელის პრეზიდენტ გართ მეინტისთან.

 

PILnet-ის ერთ-ერთ მისიას წარმოადგენს მსოფლიოს მასშტაბით იურიდიული პროფესიის წარმომადგენელთა გაერთიანება ადამიანის უფლებების, განსაკუთრებით კი მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვის მიზნით.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ასევე აქტიურად მუშაობს პრობონო იურიდიული სერვისების განვითარებაზე და ამიტომ ჩვენ აქტიური თანამშრომლობა დავიწყეთ PILnet-თან. სწორედ აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე გამოიცა „საჯარო ინტერესის გლობალური ქსელის“ მიერ შემუშავებული პრო ბონო სახელმძღანელოს ქართულენოვანი თარგმანი.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი